გლები მესიზე: ერთხელ გვარდიოლამ მას დაუყვირა, ხავი პეპთან მივიდა და...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევამცველი ალექსანდრ გლები ყვება თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გუნდის თავდამსხმელთან ლიონელ მესისთან. გლების ინტერვიუ საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მას ორ ნაწილად შემოგთავაზებთ. 

"ვარჯიშის დროს მესიზე ხმას არავინ უწევდა. გვარდიოლამ ერთხელ დაუყვირა, ლიონელმა უბრალოდ ბურთს ფეხი ამოარტყა, სადღაც გადააგდო და ვარჯიში დატოვა. 

ხავი მივიდა მწვრთნელთან და უთხრა: "გესმის, პეპ, ეს ხომ ლეოა, რა გჭირს?" იქ მსოფლიოს ვარსკვლავები ვარჯიშობენ, მათ ვინ რა უნდა მიუთითოს?

ზოგადად, მესიზე სულ ჩურჩულით საუბრობდნენ. როცა გიჟურ გოლს გაიტანდა, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს მოატყუებდა ან ფენომენალურ პასს
გადასცემდა პარტნიორს, უცხოელები ვინც ვიყავით ვარჯიშზე - მე, ანრი, გუდიონსენი, ერთმანეთს ჩურჩულით ვეუბნებოდით: "დაინახეთ რა გააკეთა პატარამ?" 

ის განსაკუთრებულია. ყველას გვესმოდა, რომ ის საუკეთესო იყო. ლეო - უბრალოდ მეფეა." - თქვა გლებმა.