"ბარსელონა" მზადაა გრიზმანი 100 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ტრანსფერებზე დიდ ფულს არ დახარჯავს.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" "ბაიერნში" განათხოვრებულ ნახევარმცველ კოუტინიოს გაყიდის, ხოლო თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს ტრანსფერზე დააყენებს.

"ბარსელონამ" გრიზმანი 120 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ სეზონში ლა ლიგაზე 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, იმედები ვერ გაამართლა.

მოკლედ, "ბარსელონა" მზადაა გრიზმანი 100 მილიონად გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ მესის არ ევასება.
emigranti
01:44 23-03-2020
1

სიახლეები პოპულარული