"ბარსელონა" "ბეტისში" განათხოვრებულ ნახევარმცველ კარლეს ალენიას ზაფხულში დაიბრუნებს, - ამის შესახებ კატალონიური "სპორტი" იუწყება.
ალენიას თამაში "ბარსას" მწვრთნელ კიკე სეტიენს მოეწონა და თავის გუნდში უნდა იხილოს.
22 წლის ალენია "ბეტისში" იანვარში გადავიდა და 10 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" უნდა ალენია "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართოს.