"ბარსელონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონაში" კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი სამხრეთ ამერიკის რეგიონის მთავარ სკაუტს, ანდრე კიურისა და მის მეუღლეს აქვთ. დაინფიცირებულები ბრაზილიაში, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში არიან. 

შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ჯერჯერობით 5 აპრილამდეა შეჩერებული. 13 მარტიდან "ბარსელონამ" განაცხადა, რომ ყველანაირ საქმიანობას დროებით წყვეტს. 

ამჟამად ესპანეთში 27 ტური გათამაშდა. სატურნირო ცხრილის სათავეში "ბარსელონა" 58 ქულით განთავსდა და მეორეადგილოსან მადრიდის "რეალს" 2 ქულით უსწრებს. 

altრონალდო კორონავირუსთან ბრძოლაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს

alt"რეალის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეგრული სიცილი აქვს))))))))
გიო
11:37 24-03-2020
0
ისეთი გამომეტყველება აქვს, ამას მარტო კორონა არ ექნება.....))
გიორგი
13:25 23-03-2020
0

სიახლეები პოპულარული