"რეალმა", შესაძლოა, ხიმენესი ზაფხულში იყიდოს

AutoSharing Option
"ვულვერჰემპტონისა" და მექსიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რაულ ხიმენესი ზაფხულში, შესაძლოა, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ლუკა იოვიჩის თამაშით და საქციელით (ლუკამ სავალდებულო კარანტინი დაარღვია) და მის ადგილზე მექსიკელის მოყვანას აპირებენ. 

ხიმენესი "ვულვერჰემპტონში" 2018 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 88 მატჩში 39 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემაა. მიმდინარე სეზონში მექსიკელმა 22 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. 

რაულმა მექსიკის ეროვნულ ნაკრებში 82 შეხვედრა გამართა და 23 გოლი გაიტანა. 

alt"რეალი" იოვოჩის საქციელით შეშფოთებულია და გუნდიდან გაშვებაც გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული