AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ლუკა იოვიჩის თამაშით და საქციელით (ლუკამ სავალდებულო კარანტინი დაარღვია) და მის ადგილზე მექსიკელის მოყვანას აპირებენ.
ხიმენესი "ვულვერჰემპტონში" 2018 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 88 მატჩში 39 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემაა. მიმდინარე სეზონში მექსიკელმა 22 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.
რაულმა მექსიკის ეროვნულ ნაკრებში 82 შეხვედრა გამართა და 23 გოლი გაიტანა.
"რეალი" იოვოჩის საქციელით შეშფოთებულია და გუნდიდან გაშვებაც გადაწყვიტა