"სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სერიოზულად ფიქრობს დაცვის ხაზის გაძლიერებას, 27 წლის ალაბა კი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ავსტრიელზე ნამდვილი ომი იქნება გამოცხადებული, რამეთუ დავიდი მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" რადარზეა. მეტიც, კატალონიელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
შეგახსენებთ, ალაბა "ბაიერნში" 2010 წლიდან თამაშობს. მან 372 მატჩიდან 30 გოლი გაიტანა და 48 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermakrt-ი მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.
"ბარსელონას" "ბაიერნის" ფეხბურთელი უნდა, თუმცა მოთხოვნილ ხელფასს ვერ გადაუხდის