"მანჩესტერ სიტი" და "რეალი" "ბარსელონას" ამ ფეხბურთელის ყიდვაში შეეცილებიან

AutoSharing Option
Manchester Evening New-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მიზანი ხდება. 

"სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სერიოზულად ფიქრობს დაცვის ხაზის გაძლიერებას, 27 წლის ალაბა კი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. 

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ავსტრიელზე ნამდვილი ომი იქნება გამოცხადებული, რამეთუ დავიდი მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" რადარზეა. მეტიც, კატალონიელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

შეგახსენებთ, ალაბა "ბაიერნში" 2010 წლიდან თამაშობს. მან 372 მატჩიდან 30 გოლი გაიტანა და 48 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

Transfermakrt-ი მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს. 

alt"ბარსელონას" "ბაიერნის" ფეხბურთელი უნდა,

თუმცა მოთხოვნილ ხელფასს ვერ გადაუხდის

მკითხველის კომენტარები / 1 /
დევისმა თუ ასე გააგრძელა უნდა გაყიდონ ალაბა ამოწურა უკვე თავი ბაიერნში აღარ პროგრესირებს
bavarias fani
17:50 23-03-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული