მთლიანი პროფესიონალური ფეხბურთი უვადოდ შეწყვეტილია და მას შემდეგ განახლდება, რაც
სახელმწიფო შესაბამის ნებართვას და დირექტივებს გასცემს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად ლა ლიგა 2 კვირით შეწყდა, თუმცა უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად მაქსიმალურად იკრძალება თავშეყრის ადგილები, მათ შორის, სპორტული ღონისძიებები, რომლებიც სპორტსმენების მოგზაურობას გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით.
ამჟამად ესპანეთში 29 ათასი დაინფიცირებული ადამიანია და ამ მაჩვენებლით სიდიდით მსოფლიოში მე-4 კერაა. მეტიც, სიკვდილიანობით მე-3 ადგილზეა - 1 813 გარდაცვლილი ადამიანი ფიქსირდება ამ მომენტისთვის.