ესპანეთის ჩემპიონატი უვადოდ გადაიდო

AutoSharing Option
ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ განაცხადეს, რომ ქვეყნის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეუზღუდავი ვადით გადაიდო. 

მთლიანი პროფესიონალური ფეხბურთი უვადოდ შეწყვეტილია და მას შემდეგ განახლდება, რაც
სახელმწიფო შესაბამის ნებართვას და დირექტივებს გასცემს. 

შეგახსენებთ, თავდაპირველად ლა ლიგა 2 კვირით შეწყდა, თუმცა უსაფრთხოების ზომების  გასამკაცრებლად მაქსიმალურად იკრძალება თავშეყრის ადგილები, მათ შორის, სპორტული  ღონისძიებები, რომლებიც სპორტსმენების მოგზაურობას გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით. 

ამჟამად ესპანეთში 29 ათასი დაინფიცირებული ადამიანია და ამ მაჩვენებლით სიდიდით  მსოფლიოში მე-4 კერაა. მეტიც, სიკვდილიანობით მე-3 ადგილზეა - 1 813 გარდაცვლილი  ადამიანი ფიქსირდება ამ მომენტისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული