Diario Sport-ის ცნობით, 27 წლის გერმანელ მეკარეს სურს "ბარსელონაში" დარჩენა, თუმცა ხელფასის მომატებას ითხოვს. კატალონიელები მზად არიან, წლიურად 6.3 მილიონი ევრო უხადონ, თუმცა ტერ შტეგენისთვის ეს თანხა მისაღები არაა.
შეგახსენებთ, მარკ-ანდრეს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. კატალონიელების ძირითადი მეკარის დაპატიჟებით უკვე ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა, რომელიც კეპა არისაბალაგას შემცვლელს ეძებს.
Transfermarkt-ი ფეხბურთელს 90 მილიონ ევროდ აფასებს.