ტერ შტეგენი და "ბარსელონა" ვერ შეთანხმდნენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დროებით გადადო. 

Diario Sport-ის ცნობით, 27 წლის გერმანელ მეკარეს სურს "ბარსელონაში" დარჩენა, თუმცა ხელფასის მომატებას ითხოვს. კატალონიელები მზად არიან, წლიურად 6.3 მილიონი ევრო უხადონ, თუმცა ტერ შტეგენისთვის ეს თანხა მისაღები არაა. 

შეგახსენებთ, მარკ-ანდრეს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. კატალონიელების ძირითადი მეკარის დაპატიჟებით უკვე ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა, რომელიც კეპა არისაბალაგას შემცვლელს ეძებს. 

Transfermarkt-ი ფეხბურთელს 90 მილიონ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული