აზარი: ჩემი პირველი სეზონი "რეალში" ცუდი იყო, მეორე სეზონით შემაფასეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი სადებიუტო სეზონს აფასებს.

"ჩემი პირველი სეზონი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ცუდი გამოვიდა, თუმცა საშინელს ვერ ვუწოდებ. ეს იყო ადაპტაციის სეზონი. შემაფასეთ ჩემი მეორე სეზონის მიხედვით.

"რეალი" ძალიან კარგი გუნდია. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და საჭირო გამოცდილება მივიღე. კიდევ 4 წელი მაქვს კონტრაქტით და ვიმედოვნებ, საუკეთესო ფორმაში ჩავდგები", - უთხრა ბელგიელმა RTBF-ს.

ბელგიელმა ლა ლიგის 10 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.