ესპანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. მადრიდის "რეალის" საშინაო სტადიონზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საჭირო მედიკამენტებსა და სურსათს შეინახავენ.
"აქ იქნება შენახული ყველა საჭირო ნივთი და ნივთიერება, რის შემდეგაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სფეროები გადაწყვეტენ, თუ როგორ განაწილდნენ." - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
"რეალმა" ესპანეთის ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ამ რთულ ვითარებაში გაერთიანდნენ და ნებისმიერი სახის დახმარება სტადიონზე გამოგზავნონ.