ბელგიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი თავისი გუნდის მეკარეს, ტიბო კურტუას აქებს.
"ეს ცალსახაა, კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მან ეს 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამტკიცა. ისეთ რამეებს აკეთებს, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა "რეალში" კურტუას ერაა", - განუცხადა მარტინესმა AS-ს.
კურტუა "ატლეტიკოში" ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, "რეალში" "ჩელსიდან" გადავიდა, ხოლო ბელგიის ნაკრების ღირსებას 2011 წლიდან იცავს.