"რეალმა" მტკიცედ გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, ზაფხულში "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი გადაიბიროს, - იტყობინება ბრიტანული "ექსპრესი".
ადრე "რეალი" კილიან მბაპეს (პსჟ) და სადიო მანეს (ლივერპული) შეძენას აპირებდა, მაგრამ ახლა ჰოლანის ტრანსფერზე გადაერთო, რომელსაც "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
19 წლის ნორვეგიელი იანვარში "დორტმუნდმა" "ზალცბურგისგან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა.
ჰოლანის მამა: ჩემი შვილის "იუნაიტედში" ხილვა მხოლოდ 1 კაცს უნდოდა
ლინეკერი ჰოლანის პაროდირებაზე: 19 წლის ბიჭის გაშაყირება უღირსი საქციელია
ერლინ ჰოლანი: თავდაუზოგავად ვშრომობ იქამდე, ვიდრე ამას ჩემი სხეული იტანს