ერლინ ჰოლანი "რეალის" პრიორიტეტული მიზანია

AutoSharing Option
"რეალმა" მტკიცედ გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, ზაფხულში "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი გადაიბიროს, - იტყობინება ბრიტანული "ექსპრესი".

ადრე "რეალი" კილიან მბაპეს (პსჟ) და სადიო მანეს (ლივერპული) შეძენას აპირებდა, მაგრამ ახლა ჰოლანის ტრანსფერზე გადაერთო, რომელსაც "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

19 წლის ნორვეგიელი იანვარში "დორტმუნდმა" "ზალცბურგისგან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული