"ატლეტიკოს" მცველი ხოსე ლუის კაპონი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კაპონი "ატლეტიკოს" ღირსებას 1970-80 წლებში იცავდა და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
"ატლეტიკოს" ოჯახში გლოვაა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა წავიდა. შენ მუდამ იქნები ჩვენს გულებში", - წერს "ატლეტიკო" კლუბის საიტზე.
გუშინ "ატლეტიკოს" აკადემიის 14 წლის ფეხბურთელი კრისტიან მინჩოლა გარდაიცვალა.