AS-ის ცნობით, "რეალის" ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ 8 თვის წინ მიღებული ტრავმა მოირჩინა და მალე ვარჯიშს დაიწყებს.
ასენსიომ ჯვარედინი მყესები ზაფხულში "არსენალთან" საერთაშორისო თასის მატჩში გაიწყვიტა და მას შემდეგ მკურნალობდა.
გამოცემის მტკიცებით, კარანტინის დასრულებისთანავე 24 წლის ასენსიო გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.