ბეილს კარიერის გაგრძელება "რეალში" მოუნდა

AutoSharing Option
The Mirror-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან კონფლიქტის მოგვარებას და გუნდში დარჩენას აპირებს.

ბოლო დროს აქტიურად შუქდებოდა ინფორმაციები, რომ გარეთ ბეილი აუცილებლად წავიდოდა "რეალიდან" და მისით რამდენიმე გრანდი იყო დაინტერესებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უელსელის ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, გარეთი "რეალში" "ტოტენჰემიდან" 2013 წელს გადავიდა. მან 249 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 105 გოლითა და 67 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული