სუარესი: ხელფასის შემცირებაზე ყველანი თანახმა ვიყავით

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა უარყო, რომ გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი უარს ამბობდა ხელფასის შემცირებაზე.

"მტკივნეულია, როცა ხალხი ასეთ რაღაცას განიხილავს, იმიტომ, რომ ჩვენ პირველები ვიყავით, ვისაც გვინდოდა, თანხმობისთვის მიგვეღწია, რამდენადაც ვიცით, კლუბს რა ცუდი პერიოდი უდგას. არავის უთქვამს უარი ხელფასის შემცირებაზე. კლუბსა და ფეხბურთელებს შორის შეთანხმება შედგა. კაპიტნები საუბრობდნენ პრეზიდენტთან და წინააღმდეგი არავინ ყოფილა." - ციტირებს სუარესს Goal.com-ი.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ბარსელონამ" ფეხბურთელებს ხელფასის შემცირების თხოვნით მიმართა, ნაწილმა კი უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ლესი და სუარესი არნიან მთელი გუნდი.დ.დ. ლესი მაგარი იყო! ეს და სუარესიც.დ.დ. იცის ფეხბურთი კაცმა.დ.დ.
batumi
17:25 03-04-2020
1
დიკტატურაა ბარსელონაში ეს ლესი და სუარესი არინ მთელი გუნდი
9

სიახლეები პოპულარული