Radio Marca-ს ინფორმაციით, "ალბასეტეს" უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან ზოზულიამ ესპანეთიში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ფეხბურთელმა ალბასეტეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის სპეციალიზებული საწოლი უყიდა.
აღნიშნული ინფორმაცია, მედია საშუალებამ "ტვიტერზე" განათავსა. გულშემატკვირებმა კომენტარებში კი უკრაინელი ფორვარდის მიმართ სხვადასხვა შინაარსის ტექსტები დაწერეს.
"ის მაინც დედამ...ლი ნაცისტია,"- დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
"მან უკვე იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე "ანტიფამ" ერთად აღებული,"- მხარი დაუჭირა უკრაინელს გულშემატკივარმა.
"ხვალ, 14 საათსა და 88 წუთზე ყველა აივანზე გამოვდივართ და რომან ზოზულიას აპლიდისმენტებით ვეგებებით,"- გაიხუმრა მესამე ფანმა.
"შესანიშნავია რომან! ყოჩაღ, მადლობა
ნაცისტო ყ..ო!" - კეთილი საქმე არ დაუკარგა კიდევ ერთმა მომხმარებელმა.