რომან ზოზულია: "რაიოს" ფანები უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ - ძალიან ვგავარ სტეფან ბანდერას

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოსა" და "ალბასეტეს" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა ფანები სტუმართა გუნდის უკრაინელ თავდამსხმელ რომან ზოზულიას "დედამ.....ლ ნაცისტს" უწოდებდნენ. ზოზულიამ სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა და შემდეგი განაცხადა:

"ჩემს ქვეყანაში ომი დაიწყო, მაგრამ იმ დროს არმია არ გვყავდა. გვინდოდა, ჩვენს ჯარისკაცებს დავხმარებოდით. იარაღს არ ვყიდულობდით. ადამიანების გადასარჩენად მედიკამენტებს ვყიდულობდით, აგრეთვე, ტანსაცმელს. მიმაჩნია, რომ შენი არმიის დახმარება და პატრიოტობა დანაშაული არ არის. ომი საშინელებაა და მე ვთვლი რა თავს პატრიოტად, ჯარისკაცებს ვეხმარებოდი. ჩვენი ფონდი კიბოთი დაავადებულებსაც ეხმარება.

"რაიოსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოფისში
ხელმძღვანელობას შევხვდი და მათ მითხრეს, რომ არ უნდოდათ მათ გუნდში მეთამაშა, რადგან ფაშისტად მთვლიდნენ. "რაიოს" ზოგიერთმა ფანმა განაცხადა, რომ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ და მე მტრად მთვლიდნენ.

სურათი ავტომატით მოგვიანებით გამოჩნდა და ნაცისტი მიწოდეს. ჯერ ფაშისტს მეძახდნენ, მერე კი ნაცისტსა და რასისტს. ჩემი საუკეთესო მეგობარი ბელა შავკანიანია. ჩემთვის ადამიანის კანის ფერსა და ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის ყველა ადამიანი ერთნაირია. შეგიძლიათ ამაზე ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს "ბეტისსა" და "ალბასეტეში" ჰკითხოთ.

სტეფან ბანდერას შარფს ვიკეთებ, რადგან გარეგნულად ძალიან ვგავარ", - ციტირებს ზოზულიას ua-football-ი.

altუკრაინა ზოზულიას სოლიდარობას უცხადებს - ეს რუსული პროპაგანდის თანაჟღერადია

alt"რაიოს" ფანებმა ლა ლიგის განცხადებას უპასუხეს: ესპანეთში პირველად შეწყდა მატჩი სიმართლის თქმის გამო

altლა ლიგამ სერიოზული განცხადება გააკეთა, თუმცა ოქსიმორონი გამოუვიდა

altუკრაინელ ფეხბურთელს ყოფილი გუნდის ფანები ისე "თბილად" დახვდნენ, რომ მსაჯმა თამაში შეწყვიტა - 15 დეკემბრის დაიჯესტი

მკითხველის კომენტარები / 2 /
Mgoni espaneti iko tavis droze mtavari nacisturi qveynis mxardamcheri
Milani
14:11 14-04-2020
1
ესპანელების სირ ნაწილს ე შ ი ნ ი ა თ ავადმყოფი- ფაშისტი-ნაცისტი ურუსები ფ ა შ ი ს ტ ე ბ ა დ - ნასცისტებად ა ღ ი ა რ ო ნ და ...იმ ფაშისტი ურუსეთის მსხვერპლთან აქვთ დიდი გული ?! თქვენი ტვინდაბნეული ...
გლახუნა
16:33 13-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული