სმოლოვმა ესპანეთი უნებართვოდ, თავისი საცოლის, ელცინის 18 წლის შვილიშვილის გამო დატოვა

AutoSharing Option
სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?..

მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ვიგოს "სელტაში" სეზონის ბოლომდე განათხოვრებულმა 30 წლის თავდამსხმელმა ფედორ სმოლოვმა კლუბის ხელმძღვანელობას რუსეთში გაშვება სთხოვა, მაგრამ მთელ ესპანეთში გამოცხადებული კარანტინის გამო უარი მიიღო და თვითნებურად დაბრუნდა რუსეთში.

სმოლოვი სამშობლოში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. AS-ის მტკიცებით, ფეხბურთელის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიზეზი ისაა, რომ მისი საცოლე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილიშვილი მარია იუმაშევა ამ დღეებში 18 წლის ხდება და დაბადების დღეს უნდა დაესწროს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაბუა არ ვიცი და კაი ძუძუ კი აქვს
0
ეს გოგო თუ ბაბუამისივით სვამს კორონა ვერას დააკლებს.დდდდ
0

სიახლეები პოპულარული