"კრასნოდარის" ქართველი ლეგიონერის თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელს ფედორ სმოლოვს რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა "სპრავედლივაია როსიადან" ილდარ სამიევმა შარშან ზაფხულში მოსკოვის ელიტარულ რაიონში 194 კვადრატული ფართობის ბინა საკმაოდ იაფად, 3.2 მილიონ დოლარად მიყიდა.
როგორც გაირკვა, ბინა იპოთეკით ყოფილა დატვირთული. ცოტა ხნის შემდეგ სამიევი სხვა დანაშაულზე დააპატიმრეს - მას მოსკოვის გარეუბანში უძრავი ქონებით თაღლითობით 850 ათასი დოლარი მიუთვისებია.
სმოლოვის წარმომადგენელი კახორ მუმინოვი ამტკიცებს, რომ ფედორმა თანხა სრულად დაიბრუნა.