"ვესტ ჰემი" რუსი ფორვარდის სანაცვლოდ 12 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ვესტ ჰემს" "კრასნოდარის" რუსი ფორვარდის, ფედორ სმოლოვის გადაბირება სურს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ჩაქუჩებმა" რუსულ კლუბს სმოლოვის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზეს. კლუბი მზად არის, ამ შეთავაზებას დათანხმდეს, არჩევანი თავად ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს.

ამ სეზონში სმოლოვმა 15 მატჩი გამართა, მეტოქის კარი 10-ჯერ აიღო და 2 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული