"ბარსელონაში" მონასტერი აირია - ბართომეუ ვიცე-პრეზიდენტებს დაერია

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ახალი კონფლიქტი მწიფდება, რომლის სათავეში კლუბის პრეზიდენტი ჟოზეფ ბართომეუ დგას.

"ბარსას" ხელმძღვანელს სურს, რომ კლუბი რამდენიმე წამყვანი თანამდებობის პირმა დატოვოს. კონკრეტულად, საქმე ვიცე-პრეზიდენტ ემილე რუსოს ეხება, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2020 წლის იანვარში დაინიშნა.

"ბლაუგრანას" პრეზიდენტის არჩევნები 2021 წელს უნდა ჩატარდეს, რუსოს კი ბართომეუს მემკვიდრედ თვლიდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

As-ის ინფორმაციით, ბართომეუს მარტივი ლოგიკა აქვს. "თუ ჩემს პოლიტიკას არ ეთანხმები, ჩემ წინააღმდეგ მოდიხარ!" - სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, რუსომ თანამდებობა დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" დატოვება იმავე მიზეზით
სხვა ვიცე-პრეზიდენტებსაც შეიძლება მოუწიოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ