"რეალის" ფინანსური პრობლემა - ხელფასებიც შეამცირა და...

AutoSharing Option
"რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ხელფასებს 10-20%-ით შეუმცირებენ. საბოლოოდ პროცენტი იმის მიხედვით დადგინდება, თუ როგორ დასრულდება სეზონი.

ეს შეეხება ფეხბურთელთა პირველ და აგრეთვე, კალათბურთელთა გუნდს. კლუბის თანამშრომლებს ანაზღაურება არ შეუმცირდებათ.

As-ი იტყობინება, რომ ასე "სამეფო კლუბი" 25-დან 56 მილიონ ევრომდე დაზოგავს.

"რეალი", ბონუსებისა და საპრიზო თანხების გარდა, ხელფასებზე წლიურად 283 მილიონს ხარჯავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფეხბურთელები შეთავაზებაზე უსიტყვოდ დათანხმდნენ. იმ შემთხვევაში, თუ სპონსორებმა კონტრაქტის ვალდებულებით განსაზღვრული თანხის ნაწილის დაბრუნება მოითხოვეს, ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის, რამეთუ "რეალი" 150 მილიონს
იზარალებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Barsas fanebis komentarebs rom vkitxulob magrad vxalisob. Rogor yvela pikes mamis gaketebulebs hgevxart.
Nika
11 აპრილი 2020 16:16
0
ეს რეალია და არა ლესი და ბარსა დროა გაიგო ეს
gio
09 აპრილი 2020 13:41
3
ეს რომელი რეალია როლანდო, რომ გამოაგდეს? და თავის ასაკოვან ფეხბურთელებს, რომ არ აფასებს? კასილასი, რაული, რიგში: მარსელო, მოდრიჩი და სხვები. აღარ არის ის რეალი ადრე, რომ იფხორებოდა და მართლა თავი "სამეფო" კლუბი ეგონა. ფაფუ გაქრა ის რეალი! გიოლეს და რეალო დროა ამას შეეგუოთ! გაიგეთ?
aba? asea
09 აპრილი 2020 15:43
0
თუ ბარსას 70%-ით შეუმცირეს, თქვენ რა არ გეკადრებათ? თუ ვინმეზე მეტი ხართ რამეთი?
ვოვა
09 აპრილი 2020 10:12
8
საქმე იმაშია რომ "ბარსა"-ს, ბიზნესის (და არა მხოლოდ ამ) თვალსაზრისით უტვინო პრეზიდენტი ჰყავს, ხოლო "რეალი"-ს ფინანსური მდგრადობის მთავარი გასაღები "ბაბუა" ფლორენტინოა
სიმართლე
09 აპრილი 2020 23:45
0

სიახლეები პოპულარული