მესი: როდესაც ის გასახდელში შემოვიდა, თვალებში ვერ ვუყურებდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ 2007 წელს "ბარსელონაში" ფორვარდ ტიერი ანრის გადასვლა გაიხსენა.

"პირველ დღეს, როდესაც გასახდელში ანრი შემოვიდა, თვალებში ვერ ვუყურებდი. ვიცოდი, ინგლისში რასაც მიაღწია. მასზე დიდი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა და შემდეგ უეცრად ერთ გუნდში აღმოვჩნდით.

ასე გამოვხატავდი მისდამი აღფრთოვანებას. მომწონდა ანრის თამაშის სტილი, როგორ ადვილად სცდებოდა მეურვეებს, გაჰქონდა გოლები და მატჩში ინტრიგას კლავდა. ის დიდებული იყო", - ციტირებს მესის "ეკიპი".

ანრიმ "ბარსაში" 2007-10 წლებში 121 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ