როგორც მოსალოდნელი იყო, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი "ინტერში" აპირებს გადასვლას, სიცრუე აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად არგენტინელმა განაცხადა.
"ეს ცრუ ინფორმაციაა. იგივე ეხება "ნიუელს ოლდ ბოიზსაც". ეს სიმართლე არ არის. კარგია, რომ ამის არავის არ სჯერა", - წერს მესი "ინსტაგრამზე".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი მომავალ სეზონში "ინტერში" გადავა და მას "ნიუელს ოლდ ბოიზიც" ეპატიჟება.
მესი "ბარსაში" 2005 წლიდან თამაშობს, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.