მადრიდის "რეალის" იაპონელმა ნახევარმცველმა ტაკეფუსა კუბომ, რომელიც ამჟამად იჯარის წესით "მალიორკაში" თამაშობს, "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"მესის პირადად არ ვიცნობ, თუმცა ის ორიენტირია ძალიან ბევრი ბავშვისთვის, ვისაც ფეხბურთელობა სურს. თუმცა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მესი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც მისაბაძი მაგალითია.
როცა მეც პატარა ვიყავი მის ვიდეობს ვუყურებდი. ის საოცარი ფეხბურთელია. მესი ჩემი ორიენტირიც, ისე როგორც ბევრი ცაცია ფეხბურთელისათვის, რომლებიც არც ისე მაღლები არიან და მათი ძირითადი პლუსები დრიბლინგი და ბურთის კონტროლია. მესი ამ ყველაფრის მწვერვალია,"- განაცხადა კუბომ.
მოგეხსენებათ, იაპონელი ფეხბურთელი
"ბარსას" აკადემიაში 2011-2015 წლებში თამაშობდა.
მომზადებულია As-ის მიხედვით