ედენ აზარს დიეტის დაცვა უჭირს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა გაამხილა, კარანტინში როგორ ებრძვის ზედმეტ წონას.

"ჩემთვის დიეტის დაცვა ძნელია. ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო, სამზარეულოში ფუნთუშების ასაღებად არ შევიდე. ეს ადვილი არაა.

ფიზიოთერაპევტთან ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობ. ერთმანეთთან მუდმივი კავშირი გვაქვს. ვარჯიშების ვიდეოებს მიგზავნის. კოჭ-წვივის გამაგრებაზე ვვარჯიშობ. სახლის პირობებში რაც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებ", - გაუმხილა აზარმა "მარკას".

"რეალმა" აზარი გასული წლის ზაფხულში 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ტრავმების გამო კი მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ამ სეზონში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის ღრუტუნა!
ვასკა
14:02 13-04-2020
3

სიახლეები პოპულარული