ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" აქტიურად დაიწყო საყრდენი ნახევარმცველის, კაზემიროს შემცვლელის ძიება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ბრაზილიელის ჩანაცვლებას შეძლებს.
პირველი არჩევანი ფრანგული "რენის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ედუარდო კამავინჟა გახლავთ. მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფრანგი ფეხბურთელის ყიდვას ფლორენტინო პერესს მაშინ სთავაზობდა, როცა საყრდენი 10 მილიონი ღირდა, ახლა კი 17 წლის კამავინჟას ფასი 45 მილიონი ევროა.
მეორე ვარიანტი კი ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ნგოლო კანტე გახლავთ. "არისტოკრატები" მზად არიან, კანტეს შეელიონ, თუმცა მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება სურთ.
მესამე კანდიდატი კი "ლილის" ფეხბურთელი
ბაბაკარი სუმარე არის. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონი ევროა.