სეზონის დასრულებისთანავე "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიძლება "რეალში" გადავიდეს.
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "რეალმა" ობამეიანგის შეძენა გადაწყვიტა. პიერ-ემერიკს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და ამიტომ "არსენალს" წელსვე აწყობს მისი გაყიდვა.
ობას სამსახურით აგრეთვე "ინტერია" დაინტერესებული.
გაბონელმა ფორვარდმა ამ სეზონში 32 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 56 მილიონი ევროა.