"რეალის" ფორვარდს ბრალი წარუდგინეს - ფეხბურთელს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი დაკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

ლუკა იოვიჩმა 19 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი საკარანტინო წესები დაარღვია, მადრიდიდან დაბრუნებული ბელგრადის ქუჩაში დასეირნობდა, არადა, 28 დღე სახლში უნდა დარჩენილიყო. თავად იოვიჩი ამტკიცებს, რომ აკრძალვის შესახებ არ იცოდა და მაღაზიაში წავიდა.

გამოცემის მიხედვით, 22 წლის ფეხბურთელს 3 წლამდე პატიმრობა, შინაპატიმრობა ან 1280 ევროს ექვივალენტი ჯარიმის გადახდა ემუქრება. სავარაუდოდ, იოვიჩის შემთხვევაში სერბული სასამართლო ჯარიმით არ შემოიფარგლება.

"კომენდანტის საათის" დარღვევისთვის
"ალ იტიჰადის" თავდამსხმელ ალეკსანდრ პრიიოვიჩს სერბეთის სასამართლომ 3-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რას უბერავენ რა პატიმრობა რის პატიმრობა, კიდე ეგ უნდა ამ ხალხს?
Z.g.
23:39 16-04-2020
7

სიახლეები პოპულარული