თუ ლა ლიგა არ განახლდა, ესპანეთში ევროტურნირების მონაწილეები გარკვეულია

AutoSharing Option
დღეს, 16 აპრილს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კრება ჩაატარა, რომელზეც გაირკვა ის გუნდები, რომლებიც სეზონის განუახლებლობის შემთხვევაში ევროტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ "მარკა" იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ფედერაციისთვის სეზონის განახლება პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ის გუნდები იასპარეზებენ, რომელთაც პრიმერაზე ამჟამად შესაბამისი ადგილები უკავიათ.

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას მიიღებენ: "ბარსელონა", "რეალი", "სევილია" და "სოსიედადი", ხოლო ევროპა ლიგაზე - "ატლეტიკო" და "ხეტაფე".

ჯერ უცნობია, როგორ გამოვლინდება ჩემპიონი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინც პირველ ადგილზეა ის უნდა გახდეს!
ყველა ქვეყანაში მასე უნდა მოხდეს. გამონაკლისი გაზაფხული-შემოდგომის პრინციპის ჩემპიონატებია
დათო
02:46 17-04-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული