საქმეს ისეთი პირი უჩანს, თავდამსხმელი დიეგო კოსტა "ატლეტიკოს" ვერ დატოვებს.
"მარკას" ცნობით, დიეგო კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლის ზაფხულამდე მადრიდულ გუნდში დარჩება.
ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ ფულის გადახდა არავინ ისურვა.
მიზეზი არაერთია: ფეხბურთელის ასაკი, დაბალი შედეგიანობა, ჭირვეული ხასიათი, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი და ა.შ.
ამ სეზონში დიეგო კოსტამ ლა ლიგის 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.