მადრიდის "რეალი" თავისი მცველის, ედერ მილიტაოს გაყიდვას არ აპირებს, იტყობინება Marca.
წყაროს ცნობით, მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 22 წლის ედერი მომავალში "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება. ადრე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით "ტოტენჰემ ჰოთსპური" იყო დაინტერესებული.
მილიტაომ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით არ გამოირჩა. Transfermarkt-ი მცველს 36 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "რეალმა" ის 2019 წლის ზაფხულში 50 მილიონ ევროდ შეიძინა.