AS-ის ცნობით, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ხელფასის 25%-ით შემცირება მოსთხოვა.
ეს ნაბიჯი მან კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო გადადგა. ცნობისათვის, ლუის ენრიკეს წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონი ევროა.
ლუის ენრიკე "ფურია როხას" 2018 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში, 2019 წელს პოსტი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო 19 ნოემბერს ნაკრებში დაბრუნდა.
ლუის ენრიკე "ფურია როხას" 2018 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში, 2019 წელს პოსტი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო 19 ნოემბერს ნაკრებში დაბრუნდა.