მსოფლიოს ექსჩემპიონის, მაიკ ტაისონის პარტნიორი მარიხუანის წარმოებაში ალკი დევიდი კატალონიის "ბარსელონას" სტადიონის, "კამპ ნოუს" სახელის უფლების შეძენას აპირებს.
"ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა და მე მას დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. ეს სპორტში ისტორიული მომენტია, თანაც, ჩემს მომავალ გეგმებს კარგად ეწყობა.
ჩვენ პირველი კონტაქტი კვირის დასაწყისში დავამყარეთ. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა დევიდმა. მარიხუანის ბიზნესთან ერთად, ალკის სხვადასხვა საქმე აქვს წამოწყებული და მისი ქონება 2.6 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული.