ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ "ბარსელონა" არ მუშაობს არც ნეიმარის, არც ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე.
"ტყუილია, რომ "ბარსელონა" ამ ორ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.
ახლა კლუბი მხოლოდ სეზონის გაგრძელებაზეა კონცენტრირებული.
მოკლევადიან პერიოდში ჩვენ გველოდება ფეხბურთელების გაცვლა, თუმცა მეგა ტრანსფერებზე საუბარი ზედმეტია. ახლა "ბარსელონა" მხოლოდ ზარალის შემცირებაზეა ორიენტირებული და ეს კარგად არ გამოსდის.
ასე რომ არც ნეიმარი და არც ლაუტარო არ არის "ბარსას" ამჟამინდელი სატრანსფერო პრიორიტეტი. კლუბს არ აქვს საშუალება ასეთი დონის ფეხბურთელები შეიძინოს, ეს შეუძლებელია." - განაცხადა ტებასმა.
მთავარი ამბავი ახლა იწყება? ნეიმარის დედა 22 წლის ბიჭს დაშორდა...
კორონავირუსი მეგა-ტრანსფერებს დაასრულებს - "ბარსელონა" ნეიმარს ვერ დაიბრუნებს
"ბარსელონა" ლაუტაროს სანაცვლოდ "ინტერს" სხვადასხვა ფეხბურთელს სთავაზობს