Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კვლავ ვარსკვლავური გუნდის შექმნას აპირებს.
გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" 2022 წლისთვის სერიოზული გეგმის განხორციელებას გეგმავს, რადგან ამ წელს ფლორენტინო პერესს 20 წელი შეუსრულდება "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე. ამ დროისთვის კლუბს "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუცია უნდა ჰქონდეს დასრულებული.
ამასთანავე, "თეთრებს" ამ დროისთვის 2 დიდი ტრანსფერის განხორციელება სურს. პირველი სამიზნე პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე გახლავთ, რომელსაც პარიზელებთან კონტრაქტი სწორედ 2022 წელს უმთავრდება.
მეორე სასურველი შენაძენი კი დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი ფორვარდი ერლინ ჰოლანი უნდა
იყოს. მადრიდში ფიქრობენ, რომ 2 წელში ნორვეგიელი უმაღლესი დონის თავდამსხმელი იქნება.