Cadena Ser: კლუბები გაქრება, "ბარსასა" და "რეალს" უდიდესი ზარალი ექნებათ

AutoSharing Option
Cadena Ser-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც საფეხბურთო სეზონი შეჩერებამდე მიიყვანა და შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" 300-400 მილიონი ევროს ფარგლებში ზარალს ნახავენ.

ესპანეთის ლა ლიგის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრისთვის "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" 50 მილიონ ევროზე მეტს მარტო ბილეთების ვერგაყიდვით დაკარგავენ.

თუ მიმდინარე გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მთელი მომდევნო სეზონი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ესპანური ფეხბურთის ზარალი 1,6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. 300 მილიონ ევროს კი კლუბები სპონსორებთან ვალდებულებების ვერშესრულების გამო დაკარგავენ.

წყაროს ცნობით, სცენარის ცუდად განვითარების შემთხვევაში, კლუბების გარკვეული
ოდენობა არსებობას შეწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ დაიღალეთ სხვისი ფულის თვლით? თქვენი რა საქმეა რამდენი აქვს ხელფასი მესის რონალდოს ან სხვა დანარჩენს? ეკუთვნით და ააქვთ! ტყუილად არავინ არაფერს მოგცემს. აბა თქვენ გქონდეთ მაგათი ხელფასები მაინტერესებს ისევ ესე თუ ილაპარაკებდით
3
მსოფლიო კრიზისი სტანდარტების ამაღლებას გამოიწვევს, რაც ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.
გონიერმა სპორტსმენმა საყოველთაო იზოლაციის პერიოდი სასურველია ახალი ცოდნის მისაღებად და თვითშემეცნების გასაღრმავებლად გამოიყენოს, რათა გახდეს საუკეთესო.
gujakakhadze
19:29 28-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული