სერხიო რამოსი: ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვარ, ვიდრე კარანტინამდე ვიყავი

AutoSharing Option
"რეალის" მცველი სერხიო რამოსი ამბობს, რომ ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია, ვიდრე კარანტინამდე იყო.

"ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვარ, ვიდრე კარანტინამდე ვიყავი. სიტუაციას მთელი სერიოზულობით მოვეკიდე, დიდი ყურადღება დიეტის დაცვას მივაქციე, აგრეთვე - დასვენებასა და ვარჯიშს შორის ბალანსის დაცვას.

როდესაც ყოველ სამ დღეში თამაში გაქვს, აღდგენისთვის, ფაქტობრივად, დრო არ გრჩება. ამიტომ უკეთეს ფორმაში ვიმყოფები. გადაღლა ტრავმის პროვოცირებას იწვევს. თავიდანვე მივხვდი, რომ თვითიზოლაცია დიდხანს გაგრძელდებოდა და სამუშაო გეგმა შევადგინე", - ციტირებს რამოსს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული