სავიოლა ლაუტაროს ურჩევს - მესისთან ერთად თამაში ადვილი არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ხავიერ სავიოლას მიაჩნია, რომ კატალონიურ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

"ლაუტარო "ბარსას" გამოადგებოდა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ლუის სუარესთან, მესისთან და სხვა დიდ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა. იმას არ ვამბობ, რომ მათთან ერთად თამაში ადვილია.

პაულო დიბალამ თქვა, რომ მესისთან ერთად თამაში უჭირს. მას ვეთანხმები. იმისათვის, რათა მესისთან ერთ ტემპში ითამაშო, კონცენტრაციის მაღალი დონე გესაჭიროება. შეიძლება ეს ადვილად მოგეჩვენოს, მაგრამ ასე არაა", - განუცხადა სავიოლამ Goal-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაუტარო "ბარსელონას" მთავარი
სატრანსფერო სამიზნეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეო მესის, მარტო თვით მესი თუ აუწყობს ფეხს
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული