"ბარსელონა" და "რეალი" "ლუკაკოს კლონისთვის" იბრძოლებენ

AutoSharing Option
"ვიტორია გიმარაეშის" ფორვარდი ერკულანო ნაბიანი, შესაძლოა, ესპანურ გრანდებში აღმოჩნდეს.

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესებულნი არიან 16 წლის პორტუგალიელის შეძენით, რომელსაც ფიზიკური მონაცემებისა და აღნაგობის გამო "ლუკაკოს კლონს" ეძახიან.

ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან ფრანგული გუნდები: პსჟ და "მონაკო".

უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში ნაბიანმა "ვიტორია გიმარაეშის" ახალგაზრდულ გუნდში 43 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის U17-ში 7 მატჩში 4 გოლი შეაგდო.


მკითხველის კომენტარები / 1 /
არავითარი ბარსა! აუსვას სადაც უნდა, ნუ აავსეეთ აფრიკელებით გუნდები.
ვასკა
13:22 05-05-2020
4

სიახლეები პოპულარული