"ვიტორია გიმარაეშის" ფორვარდი ერკულანო ნაბიანი, შესაძლოა, ესპანურ გრანდებში აღმოჩნდეს.
AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესებულნი არიან 16 წლის პორტუგალიელის შეძენით, რომელსაც ფიზიკური მონაცემებისა და აღნაგობის გამო "ლუკაკოს კლონს" ეძახიან.
ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან ფრანგული გუნდები: პსჟ და "მონაკო".
უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში ნაბიანმა "ვიტორია გიმარაეშის" ახალგაზრდულ გუნდში 43 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის U17-ში 7 მატჩში 4 გოლი შეაგდო.