კურტუა: ვაჩვენეთ, "ბარსაზე" უკეთესები რომ ვართ, რატომ უნდა გახდნენ ჩემპიონები?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ კომენტარი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის შესახებ გააკეთა.

"მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით "ბარსელონას" და ჩემპიონები შეგვიძლია გავხდეთ. ასე რომ, ნამდვილად არ გაგვიმართლებს, თუ სეზონის შედეგებს გააუქმებენ.

თუ ჩემპიონად "ბარსელონას" გამოაცხადებენ, ამას უსამართლობას დავარქმევ. პირველ შეხვედრაში ფრედ ვითამაშეთ, მეორე მატჩში კი დავამარცხეთ მეტოქე.

ამ თამაშებში დავამტკიცეთ, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთესები ვართ, ახლა კი სულ 2 ქულით ჩამოვრჩებით. ამიტომ "ბარსას" ჩემპიონობას არ დავეთანხმები.

ინგლისისა და "ლივერპულის" შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ კი 11 თამაში დაგვრჩა და ჩემპიონობის ახლა
გამოცხადება ნაადრევია. თუ არჩევანის გაკეთებაა საჭირო ჩემპიონის გამოცხადებაზე ჩემპიონატის დასრულების გარეშე, ამ შემთხვევაში სამართლიანი იქნება, თუ ოქროს მედლები არცერთ გუნდს არ გადაეცემა", - განაცხადა ბელგიელმა კიპერმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაც რეალი და ბარსელონა წინა წლებიდან გვახსოვს,მასთან შედარებით,წლევანდელები ერთიც და მეორეც ნაგავია.
სოსო
05 მაისი 2020 17:43
1
კაცმა გამოხატა თავისი აზრი, თან მეტად ლოგიკური და უპატივცემულობა სად დაინახეთ?
ოთარი
06 მაისი 2020 00:37
1
სოსო, ცოტა ზერდილობას მოუხმე.
პატივი ეცით სხვისი გუნდის ფანებს. ბარსას გულშემატკივარი.
05 მაისი 2020 20:55
5
ყველა გამოხმაურება
მესის ბულკო ამოიკარი ბადე ფეხებ შუა?
barsa
05 მაისი 2020 18:36
11
ბულკო? ბოლო ორ თამაშში ერთიც ვერ გაუტანა
Dima
05 მაისი 2020 21:23
6
კუტუა! მოკეტე და დაელოდე მოვლენებს, შე ცხვირა.
ვასკა
05 მაისი 2020 17:43
10
რა სისულელეა? რატომ უნდა მისცენ ბარსას ლა ლიგის ტიტული? რეალი სულ რაღაც 2 ქულაშია და დანარჩენებიც არ არიან შორს.იმედია სეზონი გადაიდება სიტუაციის და მდგომარეობის შესაბამისად და ჩვეულებრივად დასრულდება.
კარგით რა
05 მაისი 2020 23:18
4
რაო დიმა ორ თამშში ერთიც ვერ გაუტანა? თუ გენდომება პირადად გამოგიგზავნი ვიდეოს მესის გატანილს კურტუას კარში
barsa
06 მაისი 2020 01:42
2
გატანილს არა გატანილებს კურტუას კარში
barsa
06 მაისი 2020 02:13
2
გარისკავს და მორიგ ლა ლიგას მიარტმევს ფედერაცია მსაჯელონას, კატალონიელ სეპარატისტებს არაფერი ეწყინოთ!
makushita
05 მაისი 2020 21:52
15
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული