სტოიჩკოვმა "ბარსელონაში" გვარდიოლას ღვაწლი დააკნინა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კატალონიურ კლუბში პეპ გვარდიოლას მუშაობა შეაფასა.

"მისთვის მუშაობა ადვილი იყო, ვინაიდან იდეალურად იცნობდა ახალგაზრდული გუნდის ინფრასტრუქტურას. გვარდიოლამ რაიკარდის შეკრებილი გუნდი ჩაიბარა. მესის და სხვების დებიუტი რაიკარდის დროს შედგა.

კლუბმა არაჩვეულებრივ შედეგებს პეპთან ერთად მიაღწია, თუმცა ამას მის გარეშეც მოახერხებდა.

გუნდში ტიერი ანრი, დეკო, რონალდინიო, რაფა მარკესი, კარლეს პუიოლი და ვიქტორ ვალდესი იყვნენ. ზოგიერთს წასვლა მოუწია, მაგრამ ანდრეს ინიესტა და პედრო მოვიდნენ, მესიმ კი უფრო ხშირად თამაში დაიწყო. ასე შეიქმნა გუნდი", - განუცხადა სტოიჩკოვმა "მირორს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
არის აქ სიმართლის მარცვალი,თუმცა გვარდიოლას ღვაწლი რა თქმა უნდა დიდია
master
16:37 11-05-2020
0
სხვა სათაური აჯობებდა აქ მაინც
ხრისტო
14:42 11-05-2020
0

სიახლეები პოპულარული