"რეალის" ნახევარმცველის, ლუკა იოვიჩის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
ის კორონავირუსის გამო ბელგრადში გაემგზავრა, სადაც სახლში ვარჯიშისას მარჯვენა ტერფი მოიტეხა.
Radioestadio-ს ცნობით, 22 წლის სერბს მინიმუმ 3 თვე გაუცდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
შეგახსენებთ, იოვიჩმა სამშობლოში ყოფნისას კარანტინი დაარღვია და სავარაუდოდ, დაჯარიმებენ. ლუკა მადრიდში ორშაბათს დაბრუნდა.